
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ნიკა გვარამიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების აღქმაც კი, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, სასამართლოს მიმართ ნდობაზე მოქმედებს.
"მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოების, ბრალდებებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ და ეს ნდობა რომ არსებობდეს, ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩართულობა და იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე", - თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
ასევე იხილეთ: