"ოპოზიციური არხების მედიამენეჯერებს დასავლელი პარტნიორებისადმი ერთობლივი მიმართვა გვექნება" | გიორგი გაბუნია

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია ამ წუთებში საგანგებო შეკრებას მართავს. "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი გაბუნიას თქმით, ისინი ერთობლივად იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე. გარდა ამისა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები - მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი - ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ.

"სამოქმედო გეგმას ერთობლივად შევიმუშავებთ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ, იქნებიან ეს პოლიტიკოსები არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია თუ საზოგადოების ის წევრები, რომლებიც არ დგანან ქართული ოცნების მხარეს. ისე მოაქცია ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა რომ ორად არის საზოგადოება გაყოფილი. ქართული ოცნების მომხრეები, მათთვის არის ამ ქვეყანაში ყველაფერი და მათი მოწინააღმდეგეები, რომლებისთვისაც არ არის არაფერი, მათ შორის არც სამართალი, იმიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი.

ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ ერთად, როგორი იქნება ჩვენი მომდევნო ნაბიჯები, ასევე ოპოზიციური არხების მედიამენეჯერებს ერთობლივი მიმართვა გვექნება დასავლელი პარტნიორებისადმი, იმიტომ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რას იტყვის ახლა დასავლეთი, როცა ევროკავშირის კითხვარს ვავსებთ და რა სიგნალია ეს, - თქვა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი