დასავლეთის მოთმინებამ საქართველოს დემოკრატიული განვითარების უკუსვლაზე, შესაძლოა უფრო დაიწიოს - კორტნი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას twitter-ზე ეხმაურება და მომხდარს აბსურდულს უწოდებს.

"ეს აბსურდული სამართალია. დასავლეთის მოთმინებამ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში უკუსვლის მიმართ, შესაძლოა უფრო და უფრო დაიწიოს",- წერს უილიამ კორტნი.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი