ჩხიკვაძის აღიარებები საეჭვო გარემოებებზე - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის პირველი კომენტარი - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ციხეში გაშვების შემდეგ, ლაშა ჩხიკვაძე,  "მთავარი" არხის კითხვებს პასუხობს. მოსამართლე ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს,  რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დროს ხვდებოდა და მას ხშირად ესაუბრებოდა, ანუ ჩხიკვაძე პირდაპირ ამბობს, რომ კანონი დაარღვია . 

ლაშა ჩხიკვაძე,  ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და დამატებითი კითხვებისთვის საგამოძიებო უწყებასთან გვამისამართებს.

რაც შეეხება მის ძმაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კანონთან გარკვეული პრობლემები აქვს, ჩხიკვაძე ამბობს, რომ მისი ძმა საქართველოში არ ცხოვრობს:

"მე არც დამიმალავს, არც სხდომაზე, ზაზა გველესიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ახლაც ვმეგობრობთ.

ავტოავარიაც იყო, ეს არაა დასამალი, მსხვერპლიც იყო...მეც ვარ ისეთივე მონაწილე მოწმის სტატუსით იმ გამოძიებაში, როგორც სხვა.

6 წელია ჩემი ძმა საზღვარგარეთაა და ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა"  - ამბობს მოსამართლე ჩხიკვაძე "მთავარ არხთან" 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი