
უკრაინელი სამხედროების მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“ გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, გუშინ 50-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია განხორციელდა.
"სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 52 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ჩვენ მათ გავცვლით რუს სამხედრო ტყვეებში", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ჯგუფი მუშაობს ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე.
16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის (დნრ ტერიტორია) მიმართულებით.
მოგვიანებით, აზოვის სარდალმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ "სიცოცხლის გადასარჩენად მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ".
17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამკურნალო დაწესებულებაში.
კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.