
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია.
"16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული",- წერია განცხადებაში.
უკრაინულ მხარეს ევაკუაციის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
"აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მებრძოლების ცოლებმა დღეს თურქეთში სპეციალური ბრიფინგი გამართეს და თურქეთის პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს. მებრძოლების ცოლების თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი მათი ბოლო შანსია.