დარდობს "მთავარზე" და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის დაგვიანებაზე - ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთვის ციხეში მოინახულა. მისი თქმით, ვიზიტი იყო მეგობრული და მას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია.

როგორც ხერხეულიძე ამბობს, ნიკა გვარამია "მთავარი არხის" მდგომარეობასა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე წუხს და არ საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება იგვიანებს. 

"ნიკა დამხვდა ისეთი, როგორსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, არაფერი შეცვლილი აქ არ ყოფილა, არც განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ დარდობს მეორე ოჯახზე, "მთავარი" ვითარებაზე, იმიტომ, რომ ფიქრობს ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ მათ და დარწმუნებულია ყველა პრობლემას ერთად დაძლევენ. ნერვიულობს მიხეილ სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც იგვიანებს ვივა მედიდან და ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგის მაუწყებელი, ეს არის მისი დარდი, მისი განცდა ამ ეტაპისთვის", - თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

მისი თქმით, ამ დროისთვის ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და ნორმალურ პირობებშია .

რაც შეეხება პოლიტიკურ სამოქმედო გეგმას, ხერხეულიძე ამბობს, რომ დატოვებს თუ არა პოზიცია საპარლამენტო მანდატებს, მომდევნო გაერთიანებულ შეხვედრაზე გადაწყდება, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ არაა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი