
მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება, შეინარჩუნონ სიცოცხლე - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, ბრძანება, რომ ჯარისკაცებს შეეჩერებინათ ოკუპანტების 20 ათასი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი და არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიესკენ, ასევე უფრო შორს, დონბასში და ძალები კიევიდან მათი მიმართულებით გაეტყუებინათ - შესრულებულია:
"ქალაქის ყველა მცველი გმირია. ახლა მათ ახალი ბრძანება აქვთ - შეინარჩუნოს თავიანთი სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან"- განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით.
"შედეგად ესაა დაჭრილებისა და მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება. “-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის (დნრ ტერიტორია) მიმართულებით.
მოგვიანებით, აზოვის სარდალმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ "სიცოცხლის გადასარჩენად მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ".
17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამკურნალო დაწესებულებაში.
კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
იხილეთ ასევე: