დასავლეთის უმწვავესი რეაქცია და ქართული ოცნების საპასუხო გზავნილი. ნიკა გვარამიას დაპატიმრება ცივილიზებული სამყაროს პროტესტის მიზეზი ხდება. შეერთებული შტატების და ევროპული ქვეყნების დიპლომატიური მისიები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ მძიმე განცხადებებს მედიამენეჯერზე განხორციელებული პოლიტიკური შურისძიების შესახებ.
განსაკუთრებით დრამატულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორება მაშინ, როდესაც ქვეყანა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესშია ჩართული.
ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენით საქართველო ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამ საერთო დასავლურ კრიტიკას ქართული ოცნება არგუმენტირებული პოზიციის ნაცვლად საპასუხო მუქარით ხვდება. მმართველი პარტიის ლიდერმა დღეს ევრიოინტეგრაციის პროცესის ჩაგდებასაც კი დააანონსა.