"ბოღმით პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება" | ნიკა გვარამიას მოსანახულებლად ციხეში არმაზ ახვლედიანი მივიდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მესამე დღეა პატიმრობაშია. ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. დღეს მას იურისტები და პოლიტიკოსები მოინახულებენ.

ამ წუთებში ციხეში უკვე იმყოფება დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.

"ამ საქმეს, ისევე როგორც არაერთ სხვა გახმაურებულ საქმეს დღევანდელ საქართველოში, არაფერი სამართალთან და სამართლიანობასთან საერთო არ აქვს. პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო მედიასაშუალების წარმომადგენელი და მისი ხელმძღვანელი, ნიშნავს საქართველოს კვლავ უკუნეთში, კვლავ სიბნელეში ყოფნას. მე ვფიქრობ, რომ არცერთი ნორმალური მოქალაქე ჩვენი ქვეყნის და არცერთი კეთილისმყოფელი პარტნიორი ამას არ, ვერ შეეგუება. ჩემთვის არის ერთი რამ ნათელი, ბოღმით პოლიტიკაში ყოფნა არ შეიძლება. [...] ქვეყანას მართავდე და ბოღმის ბუკეტი იყო, შეუძლებელია", - თქვა არმაზ ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, ერთი მხრივ ხელს უწვდიდეს ხელისუფლება ბრიუსელს და მეორე მხრივ უსამართლოდ ოპონენტებს სჯიდეს, ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი ქართული არ აინტერესებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი