ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

შეხვედრა ბრიუსელში დღეს 18 მაისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური კომენტარი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით არც ქართულ მხარეს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი