საქართველოს ევროატლანტიკური გზა - ვაშაძე საპარლამენტო დებატების გამართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატების გამართვას მოითხოვს.

​განცხადება ვაშაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა გააუქმა.

"სტრატეგია აღმაშენებელი" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის შესაბამისად ვითხოვთ მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს საპარლამენტო დებატები, საკითხზე - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. გაიმართოს დებატები, სადაც ყველა მძიმე ბრალდებაზე, საკითხზე მოუწევს ხალხის წინაშე, ხალხის სამსჯავროზე წარსდგეს "ანტი-ქართული ოცნება",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი