
NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე თავად დაწერა.
"შევხვდი საქართველოს, ნატოს ახლო პარტნიორის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ვისაუბრეთ რუსეთის უკანონო ომზე უკრაინაში. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - წერს სტოლტენბერგი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს აღარ შეხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით, NATO-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს შეხვდებოდა.