ვფიქრობთ, "ვივა მედი" ზეგავლენის ქვეშაა - "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგების არგასაჯაროებაზე

გამოქვეყნდა:

"ემპათიას" ექსპერტები და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ეჭვობენ, რომ "ვივა მედი" პენიტენციური სამსახურისა და ხელისუფლების გავლენის ქვეშაა, სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები არ საჯაროვდება. 

1 კვირა გავიდა, რაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს, ის ინტენსიური თერაპიის კურსს გადის. "ემპათიას" წევრებს კი მასთან შესვლის საშუალება ამ დრომდე არ მისცემიათ. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის ზეგავლენა, რა თქმა უნდა, ვივა მედზე, არ ვიცი ეს არის თვითკონტროლი დაწესებული მათ მიერ, თუ სხვა მხრიდან კონტროლი. მთლიანობაში, არის მთელი ჯაჭვი პატიმრისა და პაციენტის წინააღმდეგ შეკრული. იქმნება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტი გახლავთ ჯიუტი და ფაქტის მიხედვით, 7 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა სახელმწიფომ და იუსტიციის სამინისტრომ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ ვივა მედმაც, პაციენტის ადეკვატურად მართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი. 

ექიმი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ ექიმებს ინფორმაცია დროულად სჭირდებათ და თუ ეს ინფორმაცია მძიმეა, რის გამოც კლინიკას შედეგების გასაჯაროება არ სურს, მისი პრობლემაა. 

ოჯახი ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც პრემიერი ღარიბაშვილი უცხოეთში ვიზიტს დაასრულებს, მესამე პრეზიდენტს ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნებენ. ოჯახის მოთხოვნა უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება.

ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი მედიასთან გუშინ, 18 მაისს გააკეთა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, კვლევები უტარდება, უკვე ჩატარებული  სამედიცინო მანიპულაციების შედეგები კი კლინიკის თქმით, მათ სახალხო დამცველის აპარატს გადასცეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი