"ეხატა ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რუსული ავიაციის სიმბოლო" - სამხედროები თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

ეს განცხადება უფრო წააგავს საოკუპაციო რეჟიმის გათეთრების მცდელობას - ასე აფასებენ ქართველი სამხედრო ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლითაც ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

საუბარია საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე. 

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს არ იყო რუსული ვერტმფრენი იყო მი-24 და იროკეზის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციას ეკუთვნის.

"როდესაც აცხადებენ, რომ ორფოლოდან მომავალი ვერტმფრენი გამოჩნდა საოკუპაციო ხაზთან, ააბსოლუტურად აცდენილია თბილის-ორფოლოს მარშრუტს და ძალიან საინტერესოა, რა უნდოდა მაშინ ქართულ სამხედრო ვერტმფრენს ოკუპაციის ხაზთან, თუ ეს ასეა, სასიხარულოა, თუმცა ძალიან საეჭვოა - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა

აკია ბარბაქაძის თქმით, კი საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დამალოს, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი რუსეთის მხრიდან,

"პროვოკაციაა თუ ვინმე ამბობს, რომ ქართული ვერტმფრენი იყო. მე რაც ვნახე, მედიის გავრცელებულ კადრებში, ეს იყო მი 8 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება სადესანტო--სატრანსპორტოდ და რამდენადაც მე ვიცი, ეს ვერტმფრენები განთავსებული ჰყავთ ჯავის მიმდებარე ტერიტორიაზე, 
ბორტის უკანა მხარეზე რამდენადაც მე ვნახე და მინახავს, ეხატა ხუთქიმიანი ვარსკვლავი რომელიც რუსული ავიაციის სიმბოლოა - ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში ყოფილი სამხედრო გიორგი კასრაძე 

 შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ, 18 მაისს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ მერეთთან და ზარდიანთკართან, დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს. 

სუს-მა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის ზონაში შევიდა. ჟურნალისტებს კი გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი