"ბორჯომის" მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ მთავრობას წილების ნაწილს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნდა:

"IDS​ ბორჯომის" მაკონტროლებელი კომპანია საქართველოს მთავრობას წილების ნაწილს უსასყიდლოდ გადასცემს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის დათანხმების შემდგომ, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას.

"IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 29 აპრილს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. მიზეზად ომი და მიმდინარე სანქციები დასახელდა. 5 მაისს "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის დიდი ნაწილს რუსეთის ერთ-ერთი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი "ალფა ჯგუფი" ფლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი