
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას, მედიას აბრალებს და პანიკის შექმნაში ადანაშაულებს.
"ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება რაღაცა რუსული ვერტმფრენი დაფრინავდეს ეს რა, რისი თქმა გვინდა ამით ვერ გავიგე?! რომ ჩვენ წვრთნები არ უნდა ჩაგვეტარებინა? ნუ, ხო არ ჩამოვაგდებთ არა? იმ ოკუპაციის ტერიტორიაზე დაფრინავს. ტანკიცა ჰყავთ იმათ. რატო ქმნით პანიკას..." ამბობს ქადაგიშვილი.
რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სოფლების თავზე გუშინ გადაიფრინა, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, თუმცა გუშინ საღამოს გავრცელებული განცხადებით ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ქართული სოფლების თავზე გამოჩენილი რუსული სამხედრო ვერტმფრენი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება იყო.
საპირისპიროს აცხადებენ სამხედრო ექსპერტები, მათი მტკიცებით შეუძლებელია ქართული შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი საოკუპაციო ზოლზე მოხვედრილიყო.