მთავარი კრიტიკული არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და პირადი ანგარიშსწორება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკელი მაღალჩინოსნისა და ქართული ოპოზიციის შეხვედრაზე.
"ოცნების" ოპონენტებმა მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს დიპლომატიური რევერანსების გარეშე დეტალურად ესაუბრნენ ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და პირდაპირ მოითხოვეს ოლიგარქ ივანიშვილისა და იმ მოსამართლეების დასანქცირება, რომლებიც ქვეყანას ევროატლანტიკურ პერსპექტივას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით ანადგურებდნენ.
მმართველ გუნდს დღეს იმის აღიარება მოუწია, რომ სასამართლო კლანი და ქართული მართლმსაჯულება იყო საკითხი, რომელიც შოლემ პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე წამოწია.