ნიკა გვარამიას დაკავება ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას გაართულებს | ბლინკენის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით საუბრობს. 

ამბობს, რომ ეს [ნიკა გვარამიას დაკავება] გაართულებს ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას. 

„ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერმინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“ - ამბობს შოლე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი