"ჩვენ ვითხოვთ მარტივად ფაქტებს, რომ არის პრობლემა სასამართლოში" | კობახიძე დასავლეთის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს წინააღმდეგ განცხადებები და ბრალდებები არასდროს არის გამყარებული არგუმენტით და დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე პასუხად ამბობს, რომ მათ უნდა წარმოადგინონ ფაქტები.

სასამართლოში ე.წ. "კლანთან დაკავშირებით", რაზეც დღეს კითხვები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლესაც ჰქონდა, კობახიძე ამბობს: 

„ჩვენ ვითხოვთ მარტივად ფაქტებს. საჭიროა ფაქტის მოტანა იმასთან დაკავშირებით თუ არის პრობლემა სასამართლოში. მაგალითად, კონკრეტულ სფეროში შეიძლება, არსებობდეს ფაქტები რაც პრობლემებს ხაზს უსვამს. სასამართლოშიც უნდა მოიტანონ რაღაც საქმე. აი მაგალითად, არის რაღაც საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც სამართლებრივი პრობლემა. უნდა მოიტანონ ასეთი საქმეები, მაგრამ ვერცერთი ასეთი საქმე ვერ მოაქვთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამ განცხადების შემდეგ, კობახიძემ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად,  სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი