ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება | მიხეილ სააკაშვილი სხდომას სავარაუდოდ, ვერ დაესწრება

გამოქვეყნდა:

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს, თუმცა ადვოკატების თქმით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო უკვე რამდენიმე პროცესს ვერ დაესწრო. უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

"თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს დასწრების საშუალებას, პროცესი ვერ უნდა გაგრძელდეს მის გარეშე, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სასამართლოსგან რაიმე ტიპის არასამართლებრივი და არალოგიკური გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი ნამდვილად არ იქნება", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი დღეს კლინიკა "ვივამედში" მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას გეგმავს.

"დღეს მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოუთმენლად ველით საბოლოოდ დასკვნას მისი ჯანმრთელობის თაობაზე. ცალსახაა, რომ მის ჯანმრთელობას აქვს სერიოზული პრობლემები", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი