
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის წარდგენილ ბრალს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, შესაბამისად პატიმრობაც არაკანონიერია
"როდესაც თავისუფლების აღკვეთის გამოტანა ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა ამისთვის საფუძველი არ არსებობს საერთოდ ეს არის არაადამიანური მოპყრობა და დამამცირებელი სასჯელი. ნიკას შემთხვევაში, სრულად შეგნებულად არ ვაპირებ სამართლებრივ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას იმიტომ, რომ სულ მცირე სისხლის სამართალთან ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს. ის არის ჩვეულებრივი ტყვე, თავისუფლების აღკვეთისთვის მინიმალური საფუძველიც არ არსებობს. ამიტომ, ახლა, ამ წუთში ის არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი", -ამბობს ქეთევან ერემაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე, ზაზა თავაძე კი ამბობს, რომ საქართველოში კონსტიტუცია მხოლოდ ქაღალდზეა და ხელისუფლების სამივე შტო დაქვემდებარებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე.
"მართლმსაჯულება დღეს საქართველოში არ არსებობს,მას წყვეტს ერთი ადამიანი. ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა ყველას ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლოს ვხედავთ გინდ მედიასთან დაკავშირებით გინდათ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით", - ამბობს ზაზა თავაძე
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.