ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა, მოსახლეობას ურჩევს სხვადასხვა ტრადიციულ მეთოდებს მიმართოს.
ჩრდილოეთ კორეის მოსახალეობა აუცრელია, გარდა ამისა ქვეყანას ეფექტური ანტივირუსული პრეპარატების ხელმისაწვდომობაზეც პრობლემა აქვს.
მათთვის, ვინც მძიმედ დაავადებული არაა, მმართველი პარტიის გაზეთმა Rodong Simnun რეკომენდაცია გაუწია სხვადასხვა სახის ჩაის, მათ შორის ჯანჯაფილის და ცხრატყავას, ტირიფის ფოთლის სასმელს.
სახელმწიფო მედიამ ეთერში გაუშვა ინტერვიუ, სადაც წყვილი მოსახლეობას ურჩევდა დილა-საღამოს მარილიანი წყლის ყელში გამოვლებას. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ათასი ტონა მარილი გაიგზავნა ფხენიანში "ანტისეპტიკური ხსნარის" მოსამზადებლად.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მარილიანი წყალი კორონავირუსის გავრცელებას ამცირებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ტელევიზიამ პაციენტებს ურჩია გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე ამოქსიცილინი და სხვა ანტიბიოტიკები. იბუპროფენს (და პარაცეტამოლს) შეუძლია ტემპერატურის დაწევა და სიმპტომების შემსუბუქება, როგორიცაა თავის ან ყელის ტკივილი, მაგრამ ისინი ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შეუშლიან.
ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა, რომ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს უფასოდ დაეხმაროს.