ღია დაპირისპირება აშკარაა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერები სულ უფრო ხშირად და ხისტად ესხმიან თავს ევროპარლამენტარებს. ბოლო დღეებში კონფლიქტი იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ორივე მხარე დაუფარავად საუბრობს დაპირისპირების მიზეზებზე.
კრემლის რუპორებთან შედარება და ბრალდება კრიმინალების მფარველობაში - ეს იყო ყველაზე მწვავე ურთიერთშეფასებები, მაგრამ მიზეზები რადიკალურად განსხვავებულია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს უბრალოდ არ სურს ბრიუსელიდან კრიტიკის მოსმენა.
ევროპელი პარტნიორები კი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან დაახლოების ისტორიულ მომენტში მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ. თუმცა ეს პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და ევროპული კვლევითი ორგანიზაციები ამას უკვე ღიად აცხადებენ.