"ნიკა გვარამაის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. პატიმრობის ათვლა დაიწყოს 2022 წლის 16 მაისის 10 საათი და 20 წუთიდან" - აი, ამ სიტყვებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას ბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადო, თუმცა ეს იყო განაჩენი არამხოლოდ ნიკა გვარამიას ან "მთავარი არხისა" და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა.
სწორედ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის დაპატიმრებიდან ზუსტად 4 დღეში, ცნობილი ხდება, რომ ლაშა ჩხიკვაძე მოხსნილია პროგრამიდან, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს და ის ამ პროგრამით აშშ-ში ვეღარ გაემგზავრება.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს; გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა მოსამართლეებისთვის და საელჩოს გადაწყვეტილებაც მკაფიო ნიშანია, როგორია იმ განაჩენის აღქმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, რაც ლაშა ჩხიკვაძემ დამოუკიდებელ მედიას გამოუტანა.
ვინ არის მოსამართლე ლაშა ჩხრიკვაძე და რატომ გახდა ის პირველი ე.წ. კლანის წევრებიდან, ვისაც, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ირიბი სანქციები უვკე შეეხო.