სუს-მა დაკითხვაზე ის პირებიც დაიბარა, ვინც "მთავარი არხის" რეპორტაჟში, კადრებში გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

სუს-ში ფეისბუქ სტატუსის გამო დაბარებული ჟურნალისტის, ნინო ჭელიძის გამოკითხვა უკვე დასრულდა. თითქმის 2 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ჭელიძე ამბობს, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა რომელმა ოჯახმა აიღო თანხა გაყალბებულ დიაგნოზში. 

კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა ეს ფეისბუქ ექაუნთი ჩემი. ასევე მკითხეს მე დავწერე თუ არა ის პოსტი და მკითხეს ვინმეს ხო არ ვიცნობ ვისაც მაგალითად ფული შესთავაზეს. ეგეთი ინფრმაცია რა თქვა უნდა მე არ მაქ - განაცხადა ჭელიძემ

ჭელიძის გარდა, სუს-ში დაკითხავზე დაიბარეს მარნეულის ის მცხორვებელები, ვინც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ვაჭრობის შესახებ მომზადებულ "მთავარი არხის" სიუჟეტში, ერთ ერთ ჩაიხანაში, უბრალოდ კადრში გამოჩდნენ. 

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და ხელისუფლება ახლა მათ დაშინებას ცდილობს.

რატო მოხვდი კადრშიო...დამისვეს შეკითხვა. ინფორმაცია ყველას აქვს, მთელი მარნეული ამას ლაპარაკობს დამალული კი არ არის, რომ ვიღაცას ფული შესთავაზა გამგეობის თანშრომელმა- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გივი ქველაძემ.

კიდევ ერთი პირი ვინც სუს-ში ფეისბუქ კომენტარის გამოა დაბარებული "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძეა. მას ოფიციალური უწყება უკევ ჩაბარდა და უწყებაში დღეს 6 საათზე ელოდებიან. სამნიძე სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს დაკითხვას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი