"ოცნების" ნაჯახი | ნამდვილი "რუსთავი 2"-ის ბრძოლის გზა

გამოქვეყნდა:

ცივ იარაღად გამოყენებული სამეურნეო ხელსაწყო, ფული, მიწა თბილისში - სამივე, სხვადასხვა ეტაპზე, "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის სიმბოლოდ იქცა. ნაჯახი პირველი ინსტანციის, ფული და მიწა კი მეორესი. 

მაშინ, როდესაც 2012 წელს, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, ნიკა გვარამია კი "რუსთავი 2"-ში, ის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ, ალეკო ხეთაგურთან ერთად, სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. დაახლოებით 4 დღეში კი აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და მთავარი პროკურატურა ერთობლივად არარსებულ დანაშაულს ეძებდნენ. მოსამართლემ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მოგვიანებით კი, დაახლოებით, სამ წელიწადში, ნიკა გვარამიამ, "რუსთავი ორმა" და კომპანიის იურისტებმა გაიცნეს თამაზ ურთმელიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა დაევალა, სადაც ბიზნესმენი ტელევიზიის მისთვის გადაცემას ითხოვდა...

ნამდვილი "რუსთავი 2"-ის ბრძოლის გზა - დეტალები იხილეთ გიორგი ჩადუნელის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი