მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დე ფაქტო სანქცირებულია - ამერიკის საელჩომ ის მოსამართლეთა გადამზადების პროგრამიდან საერთოდ ამორიცხა, ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ.
ლაშა ჩხიკვაძის ვერდიქტი რომ პოლიტიკური დაკვეთაა ნებისმიერი დამკვირვებლისთვის მარტივად წასაკითხია საქმის პირველივე გვერდებიდან და ამისთვის სრულიადაც არ არის საჭირო იურისტის დიპლომი.
სახელდახელოდ შეკერილ და სასამართლოში უკვე შეტანილ საქმეში პროკურატურა გზადაგზა ასწორებდა თავის შეცდომებს, საბოლოდ კი მივიღეთ აბსურდულ ბრალდებაზე დაფუძნებული კიდევ უფრო აბსურდული განაჩენი.
როგორ ასრულებდა სასამართლო ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას - საქმის მასალებს გიორგი გვიშიანმა გადაავლო თვალი.