ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას - კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმით უსწრებს. მისი აზრით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა დარჩენილი.

"მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევრკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები "რადიკალური ოპოზიციიდან" დადიან "დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ". მისივე თქმით, რამდენჯერაც კონკრეტულ კაბინეტებში შედიან ეს პოლიტიკოსები, იმდენჯერ იქიდან გამოდის კონკრეტული მესიჯები.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციასა და ლობისტებს მოუწოდა წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული პოზიცია, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და არ გააკეთა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი