
პუტინის მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა ღირსეულად უძლებს სანქციებს. განცხადება პუტინმა სოჭში, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე გააკეთა.
"მიუხედავად ყველა სირთულისა, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ეკონომიკა უძლებს სანქციების ზემოქმედებას, საკმაოდ ღირსეულად. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს", - ამბობს პუტინი.
თუმცა, მისივე თქმით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს - „რა თქმა უნდა, ყველაფერი ადვილი არ არის. ყველაფერი, რაც ხდება, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ძალისხმევას სამთავრობო ეკონომიკური ბლოკის მხრიდან და ზოგადად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალისხმევა დადებითად მოქმედებს“, - ამბობს პუტინი.