ვითხოვთ ვიდეომასალის სრულად ამოღებას და ფიგურანტი პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას - მჟავანაძე

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილის" დირექტორი, გიორგი მჟავანაძე გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილების ვიდეოკამერების ჩანაწერების სრულად ამოღებას ითხოვს. კიდევ ერთი მოთხოვნა გამოძიების დასრულებმადე საქმის ფიგურანტი სამართალდამცავებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაა.

მჟავანაძე ამბობს, რომ ამოღებული მასალიდან გამქარლია მხოლოდ ის ნაწილები, სადაც მასზე ძალადობა უნდა იყოს ასახული.

"მოთხოვნად კვლავ რჩება ის, რომ სრულად იქნეს ამოღებული ვიდეომასალები. ჩვენ ახლა ვნახეთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიაწოდეს კამერის ჩანაწერები, თუმცა არა არის ზუსტად ის ჩანაწერი, სადაც უნდა ჩანდეს ჩემი დაკავების პროცესი. შემდეგ უკვე ჩემზე ძალადობის პროცესი, ანუ არის გამქრალი მხოლოდ ეს მონაკვეთები. ჩემი მინიმალური მოთხოვნა არის ის, რომ უფლებამოსილება შეუჩერდეს ამ ადამიანებს სულ მცირე მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება ", - ამბობს გიორგი მჟავანაძე.

შეგახსენებთ, მოძრაობა "სირცხვილიას" ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. მოძალადე პოლიციელები გამოძიებას მჟავანაძემ დაუსახელა, თუმცა მათ ამ დრომდე არ შეჩერებიათ უფლებამოსილება. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი