გამოსავალი ერთადერთია, გადაყვანა საზღვარგარეთ - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მივიდა

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ის მესამე პრეზიდენტის პროცესს ესწრება. ის ადვოკატებთან ერთად ელოდება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის პასუხს შუამდგომლობაზე, შეუშვებენ თუ არა ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან პალატაში. 

ჯიშკარიანმა პროცესზე შესვლამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაა. მან ასეთ მაგალითად გერმანიაში, შარიტეს ცენტრი დაასახელა.

"ჩვენთვის სერიოზული რომ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოვუწოდებდით ხელისუფლებას ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, დეკემბერში დევს დასკვნა სადაც არის რეკომენდაციებიც და დიაგნოზიც, არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, სრულიად არაადეკვატური იყო სამედიცინო მომსახურება, ამან გამოიწვია 4 თვის განმავლობაში მდგომარეობის დამძიმება, ახლა იმყოფება გამოუვალ მდგომარეობაში პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო მინდა გითხრათ. 

გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი მისი გადაყვანა მკურნალობისთვის და დიაგნოსტიკისთვის ევროპულ მულტიპროფილურ კლინიკაში, მაგალითად, ასეთი გახლავთ შარიტეს ცენტრი და ამასთანავე უნდა ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, შარიტეს ცენტრი მდებარეობს, ბერლინში, გერმანიაში", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესია ჩანიშნული. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი