ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადადო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი გადაიდო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უფლებადამცველებს მოუწოდა უფრო მკაფიოდ წარმოადგინონ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.

"ეს არგუმენტაცია საკმარისი არ არის მისი პოზიციის გასაგებად", - თქვა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

იმავე მიზეზით ბადრი კოჭალამაზაშვილმა წინა სხდომაც გადადო. უფლებადამცველები ელოდებოდნენ პასუხს შუამდგომლობაზე - დაუშვებდნენ თუ არა სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან პალატაში, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ;

შუამდგომლობით სასამართლოს, სააკაშვილის ადვოკატებმა, ჯერ კიდევ 2 კვირის  წინ მიმართეს, თუმცა სასამართლოს პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.

ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ სხდომის კიდევ ერთხელ იმავე მიზეზით გადადება სირცხვილია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი და ხმაური მოჰყვა;  
 

დეტალები "მთავარის" 12 საათიან გამოშვებაში
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი