
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წერილი მხარდამჭერი წერილია. მისი აზრით, ენტონი ბლინკენის წერილის მთავარი არსი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვაა.
"მხარდაჭერის წერილი, ბლინკენის წერილში ეწერა ხაზგასმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ წერილის მთავარი არსი, შინაარსი რა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედებით, ასე რომ, სხვანაირად როგორ შეიძლება იქნას გაგებული ეს წერილი, მე ეს მიკვირს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა, ასევე, გაიმეორა პარტიის თავმჯდომარის მოწოდება "რადიკალური ოპოზიციისა და ლობისტების" მიმართ, რომ წერილობით წარმოადგინონ რა უნდა გაკეთებინა ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და არ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს გაურბის და ჯერ პასუხი მათგან ვერ მოისმინეს - "არის ბევრი საუბარი, მაგრამ, სინამდვილეში, არაფერი რეალურად სათქმელი არ აქვთ".
ამავე თემაზე: