არმიაზე "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებისთვის, რუსეთში 53 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 53 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. "ყალბი" ინფორმაციის კანონის საფუძველზე, რომელსაც პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს მოაწერა ხელი.  

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლზე, რომელიც გულისხმობს - რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ, განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას.

ამ დროის მონაცემებით, პუტინის რეპრესიული კანონის თანახმად, რუსეთის 27 რეგიონში „ყალბი“ საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. მსგავს საქმეებში 13 ბრალდებული დაკავებულია, კიდევ 12 რუსეთიდან წავიდა. 

რას გულისხმობს პუტინის კანონი "ყალბ" ინფორმაციაში იხილეთ ბმულზე:

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი