შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს იმის მიხედვით, "გაანაწყენებს თუ არა ეს" პუტინს.
ამის შესახებ დიპლომატები საუბრობენ ერთობლივ სტატიაში სათაურით: "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".
"როგორც ჩანს, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ გაანაწყენებს თუ არა ეს დიქტატორს კრემლში. საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში სტაბილურად აგროვებს ძალაუფლებას და მათ, ვისაც ამ ძალაუფლების შემოწმება და გაკონტროლება შეუძლია, მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების გატარების მოთხოვნაზე უარის თქმის დროს", - წერენ კრამერი და კელი.
სტატიაში დიპლომატები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქ კოლომოისკისა და მოლდოველ პლახატნიუკს ადარებენ, რომლებსაც აშშ-ს მეგობრულ ქვეყნებში სანქციები დაუწესდათ. კელი და კრამერი მიიჩნევენ, რომ ეს "დაგვიანებული და ძალიან საჭიროა" ივანიშვილის შემთხვევაშიც.
როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, რუსი ოლიგარქების მსგავსად, ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებული არ არიან, თუმცა "მთავრობის გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაზე აშკარად დიდი გავლენა აქვთ".
ამავე თემაზე: