არქეოლოგი, იულონ გაგოშიძე ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს - ინფორმაცია ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა, სოფო გაგოშიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუციებიდან ბოლო ორი გაგოშიძე გაათავისუფლეს: დათა და იულონი.
მიხარია, რომ იმ ჭაობთან, რომელიც მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კულტურის სფეროში, არ ვასოცირდებით და ისტორიის - რომელიც აუცილებლად ასახავს ამ ყველაფერს - თავისდაუნებურად, დადებით მხარეს მოგვაქციეს.
დიდი მადლობა ქალ-ბატონო ვიცე-პრემიერო!",- წერს სოფო გაგოშიძე.
ცნობისთვის, 27 აპრილს ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, განცხადება ხელმოსაწერად გაუგზავნა.
ამავე თემაზე: