
ტეხასის სკოლაში თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან მიმართა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთი ტკივილი პოლიტიკურ ქმედებად გადააქციონ და იარაღის ლობს წინ აღუდგნენ.
"როდის ვაპირებთ ღვთის სახელით წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხეკლასელი და რამდენი პატარა ბავშვია, ვინც მომხდარის მომსწრეა და ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან. თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან, ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია, შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილებზე, რატომ ვართ მზად ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?! რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს?! დროა ვიმოქმედოთ", - თქვა ბაიდენმა.
ბოლო ცნობებით, სულ მცირე 19 მოსწავლე და 2 ზრდასრული დაიღუპა სამშაბათს ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად. თავდამსხმელი, 18 წლის ბიჭი სამართალდამცავების სროლას ემსხვერპლა.
თავდასხმის მოტივი, უცნობია. ოფიციალური პირების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.