ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლოდან მოსამართლემ ადვოკატი და ენმ-ს წევრები გააძევა - ხმაური დარბაზში

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები ხმაურით მიმდინარეობს. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს პროცესიდან გააძევა ნაციონალური მოძრაობის წევრი და ამავდროულად ადვოკატი მირდატ ქამადაძე, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავს. ასევე დარაბაზი დაატოვებინა ნაციონალური მოძრაობის წევრებს ელგუჯა ბაგრატიონსა და ბონდო თედორაძეს. 
ხმაური სასამართლო დარბაზში ადვოკატ მირდატ ქამადაძის გამოსვლამ გამოიწვია. იგი პოლიციელებს წესიერებისაკენ მოუწოდებდა და მიუთითებდა რომ ტყუილ ჩვენებებს ნუ იძლეოდნენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი