მიმართონ სასამართლოს და იმან დაადასტუროს რეპრესიაა, თუ არა - ვოლსკი მუზეუმიდან გათავისუფლებულებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკადრო წმენდასთან დაკავშირებით, წულუკიანის რეპრესიებსა და  მის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. 

"პარლამენტი ვერ ჩაერევა კომპეტენციაში... ეს გახლავთ ამ ინსტიტუციის კომპეტენცია, რაშიც რა თქმა უნდა, პარლამენტი ვერ ჩაერევა",- ამბობს პაპუაშვილი. 

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ უწყებებში საკადრო წმენდაზე კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე ასე პასუხობს: "არ ვიცი რაზე მესაუბრებით"

კიდევ ერთი მეოცნებე დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გათავისუფლებულ ათობით პირს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. 

"მე მგონი აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს და იმან დაადასტუროს და არა TV PIRVELI-მა რა, რეპრესიაა თუ არა",- ამბობს ვოლსკი.  

მმართველი პარტიის წევრებმა ეს განცხადებები ეროვნულ მუზეუმში შესვლამდე გააკეთეს, სადაც გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენის პარალელურად კი შენობასთან უწყებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. 

მინისტრმა წულუკიანმა საგამოფენო სივრცე ისე დატოვა, კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.  ერთადერთი ოფიციალური მიზეზი, რეორგანიზაციაა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი