იულონ გაგოშიძე ეროვნულ მუზეუმში არ შეუშვეს - შენობასთან აქცია "არა რეპრესიებს" იმართება

გამოქვეყნდა:

"წულუკიანი გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, არა რეპრესიებს" - ამ ლოზუნგით ეროვნულ მუზეუმთან აქცია გაიმართა. პროტესტის პარალელურად მუზეუმში გამოფენა მიმდინარეობს "ფერები აფხაზეთიდან", რომელსაც მინისტრი, თეა წულუკიანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრება.

აქციას ეროვნული მუზეუმის გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები მართავენ. ისინი რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

 ეროვნული მუზეუმის შენობაში, საგამოფენო სივრცეში შესვლის საშუალება დღეს არ მისცეს უკვე ყოფილ თანამშრომელს, ისტორიკოს იულონ გაგოშიძეს.

ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოტივად რეორგანიზაცია დასახელდა. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ და ამბობენ, რომ წულუკიანი მისთვის არასასურველ კადრებს იშორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი