კირილს უნდა შეეწირა თავისი ტახტი უკრაინის ომისთვის, არ ვიცი, როგორ იმართლებს თავს სინდისის წინაშე - ბართლომეოსი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა. ამ თემაზე მან ERT1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"შეუძლებელი  იყო ყველა ეკლესიისთვის, არ დაეგმო ძალაობდა, ომი. მაგრამ რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა. არ მინდოდა რუსეთის ეკლესია და ძმა პატრიარქი კირილი ყოფილიყო ეს ტრაგიკული გამონაკლისი.

არ ვიცი, როგორ შეუძლია თავის მართლება სინდისის წინაშე", - თქვა ბართლომეოსმა. 

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ელოდა, კირილი ამ კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში წინ აღუდგებოდა პრეზიდენტ პუტინს.

"მე ველოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში, თუ საჭირო იქნებოდა გაწირავდა თავის ტახს და ეტყოდა პუტინს - ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით, თანამდებობას ვტოვებ, მივდივარ", - თქვა პატრიარქმა. 

მისივე განცხადებით, არ იცის, რას მოიმოქმედებდა ამის შემდეგ პუტინი, ციხეში ჩასვამდა პატრიარქს თუ რამე სხვას, მაგრამ მოელოდნენ, რომ რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელს მის გეგმებზე რეაგირება ექნებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი