მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ლიეტუვის მილოცვა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკან და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - წერია განცხადებაში

 

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წელს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი