"გისურვებთ, დაიბრუნოთ კონტროლი ცხინვალზეც და სოხუმზეც" | გონჩარენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი "რადას" დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს გაუმარჯოს! მეგობრებო, ყველა ქართველს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველები ჭეშმარიტად ჩვენი მოძმე ერია. გისურვებთ, რომ თქვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და გისურვებთ იმას, რომ თქვენ დაიბრუნოთ კონტროლი ცხინვალზეც და სოხუმზეც - ყველა თქვენს ტერიტორიაზე. იცხოვრეთ ბედნიერად, მშვიდობაში. და ყოველთვის შეგეძლოთ სიხარულით მიიღოთ თქვენი მეგობრები და სტუმრები უკრაინიდან - დამოუკიდებელი, ლამაზი და ასევე ერთიანი უკრაინიდან. საქართველოს გაუმარჯოს!", - ამბობს გონჩარენკო

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი