საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის მეორე მოქალაქეც ფიგურირებს - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "შპიგელი" ფედერალური პროკურატურის მონაცმებეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეთა უწყება გამოძიების მიმდინარეობის დროს მკვლელობასთან კავშირში მყოფ მეორე პირზე გავიდა, რომელიც გერმანიაში ინციდენტამდე 2 კვირით ადრე ჩავიდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ საქმის ახალი ფიგურანტიც იმავე სპეცსამსახურებში მუშაობს, რომელშიც ზელიმხანს ხანგოშივლის სავარაუდო მკვლელი ვადიმ კრასიკოვი.