ძლიერი ტკივილები აქვს და ძირითადად წევს...დიდი იმედით ველოდები ექიმების შემოსვლას - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და ძლიერი ტკივილები აქვს.

"ცვლილებებს ვამჩნევ, ძალიან სუსტადაა, დღეს რაც დავინახე ძალიან სუსტად არის. აქვს ძლიერი ტკივილები სულ მოხრილია, ძირითადად წევს. მნახველი თუ მივა წამოდგება, დაჯდება სავარძელში და ასეთი მდგომარეობაა.

მე დიდი იმედით ველოდები ექიმების შემოსვლას ორშაბათს", - თქვა გიული ალასანიამ.

ასევე გავრცელებული ცნობით, გარკვეული კვლევების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს აშშ-ში აქვს გადაგზავნილი და იქიდან ელოდება პასუხობს. მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოკვლევის პასუხი კი საბოლოოდ ერთ დასკვნაში შეიკრიბება, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი