"დარწმუნებული ვარ, ლაშა ჩხიკვაძე ძალიან იწვალებდა" - ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლის დასაბუთებული განაჩენი მზადაა

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლის დასაბუთებული განაჩენი მზადაა. მთავარი არხის გენერალური დირექტორის ადვოკატებს დოკუმენტი ოფიციალურად, რამდენიმე საათის წინ ჩაბარდა. იურისტები ახლა დასაბუთებას და განაჩენის იურიდიულ საფუძვლებს სწავლობენ, რის შემდეგაც მიღებული იქნება რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.

დასაბუთებული განაჩენი ადვოკატებს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრონ, თუმცა, იურისტები ჯერ დოკუმენტაციის შინაარსს უნდა გაეცნენ. მეორე ინსტანციისთვის მიმართვას კი ნიკა გვარამიას ადვოკატები 16 ივნისამდე გეგმავენ.

საძაგლიშვილის თქმით, დღეს გადაცემული დოკუმენტი 142 გვერდიანი, საიდანაც 31 გვერდი სამოტივაციო ნაწილია. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეს ძალიან გაუჭირდებოდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულების დასაბუთება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი