
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის პრიორიტეტად რჩება.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსა და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვა შემთხვევაში რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას", - თქვა მეცოლამ.
მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით უნდა გადადგას ნაბიჯები ევროკავშირმა.