დაუსჯელობით გათამამებული მოძალადე პოლიციელი ქობულეთში

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ, ქობულეთის პოლიციის უფროსს საკუთარი ცოლი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ზეწოლა მეუღლეზე სამი წლის განმავლობაში ისე გრძელდებოდა, რომ პოლიციის უფროსს პასუხს არავინ სთხოვდა. ახალაზრდა ქალი ირაკლი შაქარაშვილის ანგარიშსწორების მსხვერპლი თითქმის ყოველდღე იყო. არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის შემდეგ ქალმა თავის ჩამოხრჩობა სცადა. ირაკლი შაქარაშვილმა ცოლი შეაჩერა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო სასტიკად სცემა და გენერალურ ინსპეციაში ჩივილის შემთხვევაში, მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ყველა დაპირისპირებას ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე ყვება, რომ ბავშვი მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. სამართალდამცველის ცოლმა გენერალურ ინსპექციას დახმარების მოთხოვნით მიმართა, თუმცა გაკეთებული განაცხადის გამოტანა ირაკლი შაქარიშვილმა მას იმდღესვე აიძულა. იხსნებს, რომ სასტიკ მოპყრობასთან ერთად, ქობულეთის პოლიციის მაღალჩინოსანი ცოლს ნათესავების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. 

ქალაქში პოლიციის შენობას ყველა ქობულეთის სასაკლაოს უწოდებს. დაუმარცხებელი სამართალდამცავების ხელში მოქალაქეები იმის გამო ხდებიან, რომ მათ დავალებებსა და დაკვეთებს არ ასრულებდნენ. ირაკლი შაქარიშვილის სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ელგუჯა ხინიკაზეც აღმოჩნდა. "მთავართან" ინტერვიუში ყვება, რომ მაღალჩინოსანმა პოლიციის განყოფილებაში დააბა, სასტიკად სცემა და ოჯახის განადგურებით ემუქრებოდა. მძიმე დაზიანებების გამო ოპერაცია მალევე დასჭირდა. 

ქობულეთის პოლიციაში თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები რომ ტომებად დევს, ამაზე თავად დაზარალებულები საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი საქმე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება, რა დროსაც პოლიციამ ბესო მახარაძე და მისი მეგობარი დააკავა. ახლა ოჯახში იხსნებენ, რომ  ისე სასტიკად სცემეს, ხერხემლის მალები დაუმტვრია. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში აქტიურ მონაწილეობას პირადად ირაკლი შაქარიშვილი იღებდა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბესო მახარაძე  წინასწარი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე რეზო ტაკიძეს უკავშირდება. ახლაგაზრდა ბიჭს დაკავებისას არჩადენილი ბრალის აღიარების მოთხოვნით სასტიკად სცემეს. საბოლოოდ, ტაკიძე გამართლდა და მან პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო კომპენსაციაც მოითხოვა. 

სამართალდამცავი მძიმე დანაშაულის მონაწილე კიდევ ერთ საქმეში შეიძლება აღმოჩნდეს. ადგილობრივები იმასაც ყვებიან, რომ ირაკლი შაქარიშვილი ნარკოტიკებს აქტიურად ყიდის. 

ქობულეთის სასაკლაოზე მოხვედრის შიში ყველა ადგილობრივს აქვს. დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციის უფროსის ყველა დანაშაულს მფარველობენ. აშინებს და ემუქრება ყველას, მათ შორის უფლებათდამცველებსაც, რომლების არაერთხელ გამხდარან პოლიციის ხელმძღვანელის სისასტიკის მსხვერლი. 

თავად პოლიციის უფროსი არცერთ ბრალდებას არ პასუხობს. ვიყავით ყველგან, სადაც მისი ნახვა იყო შესაძლებელი, თუმცა ირაკლი შაქარიშვილი ამ დრომდე იმალება.

უმძიმესი დანაშაულების მიუხედავად, არც თანამდებობრივი და არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებია. ახლა მეუღლე დაცვასა და მისი საქმის შესწვლას ითხოვს. მას შემდეგ, რაც საქმით "მთავარი არხი" დაინტერესდა, ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად პროკურატურაში  უკვე დაიბარეს და გამოკითხეს. ახლა ოჯახი ელოდება, რა რეაგირება ექნება ხელშეუხებელი სამართალდამცველის საქმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი