ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს უფლებადამცველები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ადვოკატებს დოკუმენტი ოფიციალურად უკვე ჩაბარდათ. უფლებადამცველები ახლა განაჩენის იურიდიულ საფუძვლებს სწავლობენ, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოში შესატან საჩივარს მოამზადებენ.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, "ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პირობებში ზემდგომი ინსტანციისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი მცირეა, რადგან საქმე პოლიტიკურია.

"გადმოგვეცა განაჩენი, მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ გაჟღერებული, ახლა უკვე დასაბუთებული ნაწილი. ჩვენთვის უცნობია, მისი შინაარსი სრულად, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ბევრს იწვალებდა ლაშა ჩხიკვაძე, მისთვის გაცემული პოლიტიკური დაკვეთის დასაბუთების მცდელობისას, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტები, რომლითაც შეიძლება დასაბუთებულიყო, ნიკა გვარამიას მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება. ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, ცხადია ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოსი დაგვხვდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელ მოსამართლეთა შემადგენლობა, ეს საქმე მოხდება მხოლოდ იმ მოსამართლეების ხელში რომლები შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი